Wednesday, November 21, 2012

ჩვენი სკოლა

ჩვენს სკოლას სჭირდება ეზოს შემოღობა.ძლიერ გადაჩეხილი და დანაწევრებულია ღობეები,რის გამოც სკოლის ტერიტორიაზე შემოდიან შინაური ცხოველები და აბინძურებენ მას.













Wednesday, November 14, 2012

თვითმართველობის ერთი დღე

ამა წლის 9 ოქტომბერს კაზრეთის №2 საჯარო სკოლაში თვითმართველობამ მასწავლებლების დღე მასწავლებლებს შემდეგნაირად მიულოცა: მთელი დღის განმავლობაში მეთორმეტე კლასელებმა ჩაატარეს გაკვეთილები.ისინი მხოლოდ ამას არ დასჯერდნენ და გადაწყვიტეს სასწავლო ნაწილი და დირექტორიც თავად ყოფილიყვნენ. ეს რთული პროფესია ლევან ხადურიძემ შეითავსა. დღემ ძალიან კარგად ჩაიარა. კმაყოფილები იყვნენ არამარტო მეთორმეტე კლასელები, არამედ სკოლის მოსწავლეები. აღფრთოვანებულნი დარჩნენ პედაგოგებიც და დირექტორიც,რადგან ნამდვილად არ მოელოდნენ ასე მშვიდად და წყნარად თუ ჩაივლიდა ასეთი გაბედული ნაბიჯი; დამეთანხმებით,არც ისე იოლია ბავშვების დაწყნარება და მშვიდ გარემოში მუშაობა.უფროსკლასელებმა აღნიშნეს,რომ არ ელოდნენ ასეთი რთული თუ იქნებოდა პედაგოგობა.


                                   უფროსკლასელები სამასწავლებლო ოთახში.  


                                ლევან ხადურიძე მათემატიკის გაკვეთილზე X კლასში.
                       

                                ლაშა საბიაშვილი ფიზიკის გაკვეთილზე  XI კლასში.


                                ბესო ჯაყელი ქართული ენის გაკვეთილზე II კლასში.


                                მარი ურუმაშვილი ისტორიის გაკვეთილზე IX კლასში.


                               ვახო ბარბაქაძე ინგლისურის გაკვეთილზე   VIII კლასში.