Wednesday, November 21, 2012
Wednesday, November 14, 2012
თვითმართველობის ერთი დღე
ამა წლის 9 ოქტომბერს კაზრეთის №2 საჯარო სკოლაში თვითმართველობამ მასწავლებლების დღე მასწავლებლებს შემდეგნაირად მიულოცა: მთელი დღის განმავლობაში მეთორმეტე კლასელებმა ჩაატარეს გაკვეთილები.ისინი მხოლოდ ამას არ დასჯერდნენ და გადაწყვიტეს სასწავლო ნაწილი და დირექტორიც თავად ყოფილიყვნენ. ეს რთული პროფესია ლევან ხადურიძემ შეითავსა. დღემ ძალიან კარგად ჩაიარა. კმაყოფილები იყვნენ არამარტო მეთორმეტე კლასელები, არამედ სკოლის მოსწავლეები. აღფრთოვანებულნი დარჩნენ პედაგოგებიც და დირექტორიც,რადგან ნამდვილად არ მოელოდნენ ასე მშვიდად და წყნარად თუ ჩაივლიდა ასეთი გაბედული ნაბიჯი; დამეთანხმებით,არც ისე იოლია ბავშვების დაწყნარება და მშვიდ გარემოში მუშაობა.უფროსკლასელებმა აღნიშნეს,რომ არ ელოდნენ ასეთი რთული თუ იქნებოდა პედაგოგობა.
Subscribe to:
Posts (Atom)