Friday, March 29, 2013

გავუფრთხილდეთ გარემოს!




"მეოხმა" მოვუწოდეთ დ.კაზრეთის მოსახლეობას გარემოს დაცვისაკენ.ჩვენ შევქმენით პლაკატები და კაზრეთის ქუჩებში გავაკარით. "ნუ დავაგვიანებთ! ის ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას." , "გავუფრთხილდეთ გარემოს!" , "გავაუმჯობესოთ გარემო თემში!"- ამ სიტყვებით მივმართეთ კაზრეთის მკვიდრებს.







Thursday, March 28, 2013

გავაუმჯობესოთ გარემო თემში!


როგორც ჩვენს ერთ-ერთ ბლოგში ("ჩვენი სკოლა") ავღნიშნეთ,ჩვენი სკოლის შემოგარენი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო,ვგულისხმობ ღობეს,რომელიც ზოგ ადგილებში ძალიან გადაჩეხილი იყო ზოგ ადგილას კი საერთოდ არ არსებობდა.


ასევე სკოლას არ ჰქონდა მთლიანად სკოლის ტერიტორიაზე შემოსასვლელი კარი,რომელიც დღეს უკვე არსებობს.დიახ,ჩვენ შევძელით ის,რომ მიგვეღო დახმარება და გაგვეკეთებინა ყველაფერი ის,რაც ზემოთ იქნა ჩამოთვლილი.ამ ყველაფრის ასრულებაში ჩვენ დაგვეხმარა დაბა კაზრეთში არსებული "RMG Copper"-ის დირექტორი, ბატონი კახა კეკელიძე.მათ ჩვენთვის გამოყვეს თანხა,რომელიც ჩვენ სკოლის შემოგარენის გასაკეთებლად გამოვიყენეთ,შემოვღობეთ სკოლა,გავაკეთეთ კარი და არა მარტო ეს.თითქოს, მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა გაიგეს ამ ახალი ამბის შესახებ (დაფინანსება),ყველა გამოცოცხლდა.თითოეულმა მოსწავლემ გადაწყვიტა თავისი წვლილი შეეტანა სკოლის "გალამაზების" საქმეში და ამიტომ ყველა დაეხმარა დამლაგებლებს,მუშებს,რათა გაგვეადვილებინა მათთვის სამსახური.ყოველივე ამით,რა თქმა უნდა,ჩვენც სიამოვნებას ვიღებდით.დავასუფთავეთ ეზო,ჩვენ თვითონვე შევძელით რამდენიმე ღობის ჩადგმა,კარის ჩაყენება. ყოველივე ეს ჩვენ შეგვიძლია ფოტო მასალით წარმოგიდგინოთ:
კარი,რომელზეც ზემოთ ვისაუბრე.
მოსწავლეები ასუფთავებენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიებს.
ეხმარებიან ბავშვები ღობის შეცვლაში.