Thursday, May 8, 2014





 2014 წლის 14 იანვარს ჩვენი სკოლის ორი მოსწავლე მასწავლებელთან ერთად იმყოფებოდნენ სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდულ ბანაკ 2014-ში.რომელშიც მათ მიერ შემუშავებულმა პროექტმა ''საგზაო ნიშნები-უსაფრთხო გადაადგილება'',რომლის მიზანია მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა. მიიღო  გრანტი.ამ პროექტის ფარგლებში დ.კაზრეთის მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულ იქნა საგზაო ნიშნები.
   ჩვენი სკოლა მადლობას უხდის გამგეობას გაწეული სამსახურისათვის.                                                                                        

Monday, April 8, 2013

ჩვენ ვაგრძელებთ სკოლის ტერიტორიების მოვლას!

ჩვენ ვაგრძელებთ სკოლის ტერიტორიების მოვლას! დღეს, 8 აპრილს, სკოლის ეზოში დავრგით ყვავილები,რადგან გაგველამაზებინა ირგვლივ ყველაფერი. ბავშვები დიდი სულისკვეთებით შეუდგნენ საქმის კეთებას,მალევე გაინაწილეს სამუშაოები და დაიწყეს მუშაობა.ყველამ დიდი წვლილი შეიტანა ამ საქმეში,განსაკუთრებით კი გოგოებმა. არა მხოლოდ ყვავილები დარგეს და მიწა დაასუფთავეს,არამედ დაბარეს კიდევაც.სურათებში ყველაფერი ნათლად ჩანს : )
                                                                       











ჩვენი სკოლის ეზო არის უკვე დაცული და გალამაზებული ამაში დაგვეხმარნენ  შპს ,,რმჯ-კოპერ’’-ის სამსახურის თანამშრომლებს: ედიშერ ცქვიტარია, კახა კეკელიძე, მალხაზ ბერიძე და ტექნიკური პერსონალი.
 ჩვენი კლუბი მეოხი სკოლის თანამშრომლებთან ერთად დიდ მადლობას ვუხდით გულისხმიერებისათვის.

                                   ssip  “bolnisis municipalitetis
                       daba kazreTis #2 sajaro skola “
                                  LEPL  “Bolnisi Municipality Settlement  Kazreti
                                                                     Public School №2”
                                                                                               
---------------------------------------------------------------------------------------------
     № 4- 218
                                                                    ს.ს.,,ლიბერთი ბანკი” ბოლნისის ფილიალი         ,, 8 ,,  აპრილი”     2013 წ.                          ბანკის კოდი LBRTGE22 ა/ა     GE56LBO1211428265430000                                               
                                                                                 სკოლის ს/კ 225381636 ტელ.577673277
                                                                      
                                                              
                                                              დაბა კაზრეთის 2 საჯარო სკოლა  

        შპს ,,რმჯ-კოპერ” -ის   თანამშრომლებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ბატონ ედიშერ ცქვიტარიას, გამამდიდრებელი ფაბრიკის უფროსს ბატონ კახა კეკელიძეს, გამამდიდრებელი ფაბრიკის მთავარ ინჟინერს ბატონ მალხაზ ბერიეს და ტექნიკურ პერსონალს  მ  ვუხდით გაწეული სამსახურისათვის.


                   
  პატივისცემით,

დაბა კაზრეთის 2 საჯარო    სკოლა 
სამოქალაქო კლუბი ,,მეოხი”

Friday, March 29, 2013

გავუფრთხილდეთ გარემოს!




"მეოხმა" მოვუწოდეთ დ.კაზრეთის მოსახლეობას გარემოს დაცვისაკენ.ჩვენ შევქმენით პლაკატები და კაზრეთის ქუჩებში გავაკარით. "ნუ დავაგვიანებთ! ის ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას." , "გავუფრთხილდეთ გარემოს!" , "გავაუმჯობესოთ გარემო თემში!"- ამ სიტყვებით მივმართეთ კაზრეთის მკვიდრებს.







Thursday, March 28, 2013

გავაუმჯობესოთ გარემო თემში!


როგორც ჩვენს ერთ-ერთ ბლოგში ("ჩვენი სკოლა") ავღნიშნეთ,ჩვენი სკოლის შემოგარენი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო,ვგულისხმობ ღობეს,რომელიც ზოგ ადგილებში ძალიან გადაჩეხილი იყო ზოგ ადგილას კი საერთოდ არ არსებობდა.


ასევე სკოლას არ ჰქონდა მთლიანად სკოლის ტერიტორიაზე შემოსასვლელი კარი,რომელიც დღეს უკვე არსებობს.დიახ,ჩვენ შევძელით ის,რომ მიგვეღო დახმარება და გაგვეკეთებინა ყველაფერი ის,რაც ზემოთ იქნა ჩამოთვლილი.ამ ყველაფრის ასრულებაში ჩვენ დაგვეხმარა დაბა კაზრეთში არსებული "RMG Copper"-ის დირექტორი, ბატონი კახა კეკელიძე.მათ ჩვენთვის გამოყვეს თანხა,რომელიც ჩვენ სკოლის შემოგარენის გასაკეთებლად გამოვიყენეთ,შემოვღობეთ სკოლა,გავაკეთეთ კარი და არა მარტო ეს.თითქოს, მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა გაიგეს ამ ახალი ამბის შესახებ (დაფინანსება),ყველა გამოცოცხლდა.თითოეულმა მოსწავლემ გადაწყვიტა თავისი წვლილი შეეტანა სკოლის "გალამაზების" საქმეში და ამიტომ ყველა დაეხმარა დამლაგებლებს,მუშებს,რათა გაგვეადვილებინა მათთვის სამსახური.ყოველივე ამით,რა თქმა უნდა,ჩვენც სიამოვნებას ვიღებდით.დავასუფთავეთ ეზო,ჩვენ თვითონვე შევძელით რამდენიმე ღობის ჩადგმა,კარის ჩაყენება. ყოველივე ეს ჩვენ შეგვიძლია ფოტო მასალით წარმოგიდგინოთ:
კარი,რომელზეც ზემოთ ვისაუბრე.
მოსწავლეები ასუფთავებენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიებს.
ეხმარებიან ბავშვები ღობის შეცვლაში.

Friday, February 15, 2013

,,გავაუმჯობესოთ გარემო თემში''

























პარკი მდებარეობს დ.კაზრეთში, №1 და №2 სკოლების მახლობლად. პარკი რამოდენიმე წელია, რაც გაშენდა და დიდი მოწონებით სარგებლობდა მოსახლეობაში, მაგრამ ზოგიერთებმა დააზიანეს და დაამტვრიეს, რაც სამწუხაროა. ჩვენი კლუბის მიზანია გავაკეთოთ ტრაფარეტები და გავავრცელოთ დაბაში, სადაც მითითებული იქნება მოწოდება ,,გავუფრთხილდეთ დაბის საკუთრებას''.



,,ვაჩუქოთ ერთმანეთს გულები''

































   ჩვენ კლუბმა გადავწყვიტეთ გაგვეხალისებინა სასკოლო ცხოვრება და ,,ვალენტინობას'' დილით სკოლა მოვრთეთ წითელი გულებით და ბუშტებით, დიდ დასვენებაზე გვქონდა მუსიკალური შესვენება.
  ძალიან ხალისიანი იყო მოსწავლეებისთვისაც და მასწავლებლებისთვისაც.

Saturday, December 22, 2012

შეხვედრა გამგებელთან

 ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები ვესტუმრეთ დ. კაზრეთის გამგებელს, ბატონ ნუგზარ ყალაიჩიშვილს.რადგან ჩვენი სკოლის შემოგარენი ცუდ მდგომარეობაშია(გადაჩეხილია ღობე,რის გამოც სკოლის ტერიტორიაზე იჭრება საქონელი და ანადგურებს მიმდებარე ტერიტორიას),გადავწყვიტეთ რომ თხოვნით მიგვემართა მისთვის.ეს საქმე, რა თქმა უნდა, ასე იოლად ვერ მოგვარდა,მაგრამ ბატონი ნუგზარი დაგვპირდა დახმარებას.იმის გამო,რომ აღარ გაგრძელდეს სასწავლო დაწესებულების დაბინძურება, სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა და ჩვენ დარწმუნებულები ვართ,რომ გამგებელი სულ მალე შეგვისრულებს თხოვნას,რისთვისაც დიდი მადლობელი დავრჩებით.



Wednesday, December 5, 2012

ტოლერანტობა

"ტოლერანტობა მხოლოდ მორალური ვალდებულება არ არის, იგი პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნაა, შემწყნარებლობა მშვიდობისა და კულტურის ქვეკუთხედია"