Saturday, December 22, 2012

შეხვედრა გამგებელთან

 ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები ვესტუმრეთ დ. კაზრეთის გამგებელს, ბატონ ნუგზარ ყალაიჩიშვილს.რადგან ჩვენი სკოლის შემოგარენი ცუდ მდგომარეობაშია(გადაჩეხილია ღობე,რის გამოც სკოლის ტერიტორიაზე იჭრება საქონელი და ანადგურებს მიმდებარე ტერიტორიას),გადავწყვიტეთ რომ თხოვნით მიგვემართა მისთვის.ეს საქმე, რა თქმა უნდა, ასე იოლად ვერ მოგვარდა,მაგრამ ბატონი ნუგზარი დაგვპირდა დახმარებას.იმის გამო,რომ აღარ გაგრძელდეს სასწავლო დაწესებულების დაბინძურება, სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა და ჩვენ დარწმუნებულები ვართ,რომ გამგებელი სულ მალე შეგვისრულებს თხოვნას,რისთვისაც დიდი მადლობელი დავრჩებით.



Wednesday, December 5, 2012

ტოლერანტობა

"ტოლერანტობა მხოლოდ მორალური ვალდებულება არ არის, იგი პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნაა, შემწყნარებლობა მშვიდობისა და კულტურის ქვეკუთხედია"




         





Tuesday, December 4, 2012

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

1 დეკემბერი  შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. 
 წელს შიდსთან ბრძოლის კამპანიის დევიზია "შევამციროთ ნულამდე", რომელიც ეხმიანება გაეროს შიდსის პროგრამის სტრატეგიულ მიზანს ნული, რაც ნიშნავს ნული ახალი აივ ინფექცია, ნული დისკრიმინაცია და ნული შიდსით გამოწვეული სიკვდილი. 

ჩვენს სკოლაში ვაჩვენეთ ფილმი "სტიგმა", რითიც ძალიან მოხიბლულნი დარჩნენ როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები.






Wednesday, November 21, 2012

ჩვენი სკოლა

ჩვენს სკოლას სჭირდება ეზოს შემოღობა.ძლიერ გადაჩეხილი და დანაწევრებულია ღობეები,რის გამოც სკოლის ტერიტორიაზე შემოდიან შინაური ცხოველები და აბინძურებენ მას.













Wednesday, November 14, 2012

თვითმართველობის ერთი დღე

ამა წლის 9 ოქტომბერს კაზრეთის №2 საჯარო სკოლაში თვითმართველობამ მასწავლებლების დღე მასწავლებლებს შემდეგნაირად მიულოცა: მთელი დღის განმავლობაში მეთორმეტე კლასელებმა ჩაატარეს გაკვეთილები.ისინი მხოლოდ ამას არ დასჯერდნენ და გადაწყვიტეს სასწავლო ნაწილი და დირექტორიც თავად ყოფილიყვნენ. ეს რთული პროფესია ლევან ხადურიძემ შეითავსა. დღემ ძალიან კარგად ჩაიარა. კმაყოფილები იყვნენ არამარტო მეთორმეტე კლასელები, არამედ სკოლის მოსწავლეები. აღფრთოვანებულნი დარჩნენ პედაგოგებიც და დირექტორიც,რადგან ნამდვილად არ მოელოდნენ ასე მშვიდად და წყნარად თუ ჩაივლიდა ასეთი გაბედული ნაბიჯი; დამეთანხმებით,არც ისე იოლია ბავშვების დაწყნარება და მშვიდ გარემოში მუშაობა.უფროსკლასელებმა აღნიშნეს,რომ არ ელოდნენ ასეთი რთული თუ იქნებოდა პედაგოგობა.


                                   უფროსკლასელები სამასწავლებლო ოთახში.  


                                ლევან ხადურიძე მათემატიკის გაკვეთილზე X კლასში.
                       

                                ლაშა საბიაშვილი ფიზიკის გაკვეთილზე  XI კლასში.


                                ბესო ჯაყელი ქართული ენის გაკვეთილზე II კლასში.


                                მარი ურუმაშვილი ისტორიის გაკვეთილზე IX კლასში.


                               ვახო ბარბაქაძე ინგლისურის გაკვეთილზე   VIII კლასში.