Saturday, December 22, 2012

შეხვედრა გამგებელთან

 ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები ვესტუმრეთ დ. კაზრეთის გამგებელს, ბატონ ნუგზარ ყალაიჩიშვილს.რადგან ჩვენი სკოლის შემოგარენი ცუდ მდგომარეობაშია(გადაჩეხილია ღობე,რის გამოც სკოლის ტერიტორიაზე იჭრება საქონელი და ანადგურებს მიმდებარე ტერიტორიას),გადავწყვიტეთ რომ თხოვნით მიგვემართა მისთვის.ეს საქმე, რა თქმა უნდა, ასე იოლად ვერ მოგვარდა,მაგრამ ბატონი ნუგზარი დაგვპირდა დახმარებას.იმის გამო,რომ აღარ გაგრძელდეს სასწავლო დაწესებულების დაბინძურება, სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა და ჩვენ დარწმუნებულები ვართ,რომ გამგებელი სულ მალე შეგვისრულებს თხოვნას,რისთვისაც დიდი მადლობელი დავრჩებით.



No comments:

Post a Comment